საცდელი პროექტის სახელი: “სააღდგომო კვერცხი“
საცდელი პროექტის მოკლე აღწერა: პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას კვერცხის შეღებვის ისტორიის შესახებ, დახატავენ ნახატებს სააღდგომო დღესასწაულთან დაკავშირებით, შეღებავენ კვერცხებს და მოხატავენ მათ, მოაწყობენ გამოფენას.
პროექტის სრული აღწერა: ყველასათვის საყვარელი დღესასწაულია აღდგომა, განსაკუთრებით სახალისოა კვერცხების შეღებვა. საბედნიეროდ ისტორიას ჩაბარდა ის პერიოდი საქართველოში, როცა იკრძალებოდა სააღდგომო ტრადიციები, ახლანდელმა თაობამ ცოტა რამ იცის ამის შესახებ. მოსწავლეებისათვის საინტერესო იქნება აღდგომის დღესასწაულზე ინფორმაციის მოძიება. ამ ინფორმაციას ისინი შეაგროვებენ ინტერნეტიდან, აიღებენ ინტერვიუს სასულიერო პირისაგან, გამოკითხავენ თავიანთ ბებიებსა და ბაბუებს, სკოლაში ნახავენ გოდერძი ჩოხელის ფილმს “ლუკას სახარება“, დახატავენ ნახატებს სააღდგომო თემაზე, დაამზადებენ მისალოც ბარათებს, მოიკვლევენ, თუ როგორ მზადდება კვერცხის საღებავი, სად შეიძლება შეიძინონ, რა რაოდენობით უნდა დამზადდეს, რამდენი კვერცხი უნდა შეიღებოს, შეღებავენ კვერცხებს და მოხატავენ მათ. მოეწყობა გამოფენა, ბოლოს კი მათ მიერ გამოფენილი კვერცხები მისალოც ბარათებთან ერთად გადაეცემა მიუსაფარ ადამიანებს.
მონაწილეთა ასაკი: 6-15.
ვადები/ხანგრძლივობა: დაწყება: აღდგომამდე 3 კვირით ადრე, დამთავრება: აღდგომის მე-2 კვირას. ხანგრძლივობა: 1 თვე.
პროექტის შესაძლო აქტივობები: მოსწავლეების ცნობიერების ამაღლება სააღდგომო დღესასწაულის შესახებ ინფორმაციის მოპოვებით, ნახატების შექმნა, მისალოცი ბარათების დამზადება, კვერცხების მოხატვა, გამოფენის მოწყობა, ბლოგების გაკეთება, ქველმოქმედება.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: ნახატები, მოხატული კვერცხები, მისალოცი ბარათები.
სარგებელი სხვებისათვის: მიუსაფარი ადამიანების თანადგომა.
სამუშაო ენა: ქართული.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან კავშირი: ისტორია-გეოგრაფია, ხელოვნება, შრომითი სწავლება, ბიოლოგია-ქიმია.
მონაწილეები სხვა სკოლიდან: ჯერჯერობით არ არისღ
პროექტის ფასილიტატორის სახელი: ხათუნა ზურაბიანი, №22 სკოლა, ქუთაისი, ისტ მენეჯერი, ქიმიის მასწავლებელი.
პროექტის ფასილიტატორის ელ.ფოსტა: khatuzurabiani@gmail.com
პროექტის ფორუმი:
პროექტის ვებ.გვერდი: easter2009-khatuzurabiani.blogspot.com
Wednesday, November 19, 2008
Subscribe to:
Posts (Atom)